|
2020-05-15 18:27:24, 1962 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ
ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოხდება. „ძალიან სამწუხაროა, კახა ოქრიაშვილის განცხადება. ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ იქნება ყველა სხვა პარლამენტარების მხარდაჭერა მათ შორის, ოპოზიციიდან გარდა, იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც აგრძელებენ სპეკულაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის საკმარისია ხმების რაოდენობა. რეზერვში რჩება რამდენიმე ხმაც კი. თუ ყველა მათგანი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება აუცილებლად დამტკიცდება. ჩვენ გვაქვს ამ ოპტიმიზმის საფუძველი“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)