|
2020-05-15 12:52:29, 1198 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე - საქართველოს მეგობრებმა ევროპარლამენტში იციან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავხედურად განიზრახა კვლავ გადააგდოს საერთაშორისო მეგობრები
საქართველოს მეგობრებმა ევროპარლამენტში ძალიან კარგად იციან ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავხედურად და უტიფრად განიზრახა კვლავ გადააგდოს როგორც ქართველი საზოგადოება, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოწოდებაზე, ეთქვათ ყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები, მათ გასცეს ადეკვატური პასუხი - დიახ, ივანიშვილის რეჟიმს ჰყავს პოლიტპატიმრები. „საქართველოს მეგობრებმა ევროპარლამენტში ძალიან კარგად იციან ვითარება, იციან შეთანხმების შინაარსი, იციან ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავხედურად და უტიფრად განიზრახა კვლავ გადააგდოს როგორც ქართველი საზოგადოება, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები. ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში აკეთებენ მკაფიო განცხადებებს და „ქართული ოცნების მოწოდებაზე ეთქვათ ყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები მათ გასცეს ადეკვატური პასუხი - დიახ, ივანიშვილის რეჟიმს ჰყავს პოლიტპატიმრები და დიახ,მათ უნდა შეასრულონ შეთანხმება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)