|
2020-05-14 14:04:58, 1420 ნახვა
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და „თიბისიმ“ ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და „თიბისიმ“, როგორც მისმა ასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020 - Incoterms 2020. ინკოტერმსი (International Commercial Terms) - საერთაშორისო კომერციული ტერმინები და წესებია, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესები განმარტავს მხარეთა ვალდებულებებს, ხარჯებისა და რისკების გადანაწილებას საქონლის ტრანსპორტირების დროს. 2020 წელს აღნიშნულ წესებში ცვლილება შევიდა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციის სახით - Incoterms 2020. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობის ნაწილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. ვებინარს ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან ინფრასტრუქტურული თუ კერძო პროექტების განხორციელებაში და ასევე, სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანიები. „ვებინარის წარმდგენად თიბისის შერჩევა, ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ჩვენი გუნდის წარმატებამ განაპირობა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 51,2%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა“, - განაცხადა თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობისა და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტის დირექტორი. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის გაზიარებაც ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პრეცედენტი, როგორიც ასოციაციის ასოცირებულმა წევრმა - თიბისიმ, ამ ვებინარის ორგანიზებით განახორციელა“, - განაცხადა ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი. ვებინარს მოდერატორი - „თიბისის“ ვაჭრობის ფინანსირებისა და დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფის უფროსი - თამარ გუგუშვილი უძღვებოდა, რომელიც 2012 წლიდან აღნიშნული გუნდის წევრია.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)