15:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 17:33:07, 1476 ნახვა

საზოგადოება
მიიღეთ საარქივო სერვისები www.my.gov.ge-ის პორტალის საშუალებით

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სერვისები მოქალაქეებისთვის დღეიდან უკვე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (www.my.gov.ge) საშუალებითაც ხელმისაწვდომია.

მომხმარებელი შეძლებს ელექტრონული ფორმით მიიღოს (www.my.gov.ge ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს) მის მიერ მოთხოვნილი სოციალურ-უფლებრივი ხასიათის საარქივო ცნობა.

გარდა ამისა, ასევე ელექტრონული ფორმით შესაძლებელია განცხადების წარდგენა 1936 წლამდე რეგისტრირებული დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობების მოთხოვნით.

ელექტრონული მომსახურების გარდა, საარქივო სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა), მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს ეროვნულ არქივს ცხელი ხაზის (+995 032 214 05 05) ან ელექტრონული ფოსტის (services@archives.gov.ge) საშუალებით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics