|
2015-08-20 10:23:40, 636 ნახვა
საზოგადოება
2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულები გაიხსენეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მცხეთაში პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და ბესიკ ლოლაძემ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. 2004 წელს შეიარაღებული კონფლიქტი ერგნეთის ბაზრობის დახურვას მოჰყვა. 7 აგვისტოს დაწყებული შეტაკებები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ყველაზე მასშტაბური შეტაკება თლიაყანის ტერიტორიაზე 19 აგვისტოს გაიმართა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია. კომანდოს ბატალიონის კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი ჯარისკაცი გადაარჩინა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)