|
2020-05-09 12:21:53, 1501 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე მთავრობას - ცეცხლს ეთამაშებით, არც ევროპა და არც აშშ სილის გაწვნას აღარ გაკმარებთ
ერთხელ ძალიან სერიოზული სილა გაგაწნეს თქვენი ტყუილების გამო, არც ევროპა და არც აშშ სილის გაწვნას აღარ გაკმარებთ, - ასე მიმართავს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მთავრობას და მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებისკენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა პერსონა ნონგრატად გამოაცხადონ და შავ სიაში შეიყვანონ. „მეგობრებო, ერთხელ თქვენ ძალიან სერიოზული სილა გაგაწნეს თქვენი ტყუილების გამო. ცეცხლს ეთამაშებით, თქვენ შეიძლება შეგიყვანონ შავ სიაში და საერთოდ პერსონა ნონგრატად გამოგაცხადონ როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე რომ, გონს მოდით. სილის გაწვნას აღარ გაკმარებთ არც ევროპა და არც ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)