|
2020-05-09 11:56:36, 1441 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს. განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი". მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს. რაც შეეხება ფულად სოციალურ დახმარებას, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, გარდა თბილისისა, ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის სახსრებს თბილისის მერია გამოყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)