|
2020-05-09 10:19:14, 1426 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელსაც დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში გვიწევენ
ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით და კიდევ ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, ევროპის დღე მიულოცა ყველა ევროპელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავს ევროპელად თვლის. „დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა. ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც, ჩვენ, ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ. მინდა მივულოცო თითოეულ ევროპელს, ყველას, ვინც თავს ევროპელად თვლის, მათაც. მინდა მათ მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომლებსაც გვიწევენ დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)