|
2015-08-19 10:20:15, 520 ნახვა
საზოგადოება
მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით, მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თბილისში, მდინარე მტკვარზე განხორციელებული პატრულირების შედეგად დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბრაკონიერების ორი ჯგუფი გამოავლინეს. სამართალდამრღვევები თევზაობდნენ კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატით. ბრაკონიერებს მოპოვებული ჰქონდათ 60კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე და უკანონოდ მოპოვებული თევზი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)