12:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 19:28:11, 2179 ნახვა

საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი - ვცდილობთ გადმოვწიოთ სამშენებლო სამუშაოების განახლება, რაც დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე

შეზღუდვების მოხსნის გეგმით, ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვმსჯელობთ სპეციალისტებთან ერთად, არის თუ არა შესაძლებელი გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ორკვირიან პერიოდზე ადრე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა ისევე, როგორც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში - უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა მოქალაქეების მიერ მთავრობის მხრიდა გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას.

„ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია ვადაზე ადრე, სამშაბათიდან, ოთხშაბათიდან, 8 ან 9 მაისიდან და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, თუმცა მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს. ვცდილობთ, მთავრობა ამ ნაწილში თანმდიმდევრული იყოს, ისევე როგორც თანმიმდევრულები ვიყავით შეზღუდვების ამოქმედების ნაწილში. გარკვეული ეტაპებიდან შესაძლოა, ცოტა წინ გადმოვწიოთ, მაგალითად, ზოგადად მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ვმსჯელობთ სხვა დეტალებზეც, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნაზე საუბრისას იგულისხმება ცალკეული აკრძალვების გაუქმება როგორც მთელი ქვეყნისთვის, ისე კონკრეტული რეგიონისთვის, რაც დამოკიდებულია როგორც ზოგად ეპიდემიოლოგიურ სურათზე, ისე - კონკრეტული რეგიონის სპეციფიკაზე.

„როდესაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირებულების საერთო რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განიხილება რეგიონულ ჭრილში, კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხედველობაში ვიღებთ იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც, ისევე, როგორც თავიდან საკარანტინო შეზღუდვები დავაწესეთ იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელების მასშტაბები ცალკე აღებული რეგიონისთვის პრობლემური იყო", -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics