11:56 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 13:14:20, 1595 ნახვა

საზოგადოება
ნიგერიაში მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან 9 საქართველოს მოქალაქეა

ნიგერიაში მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან 9 საქართველოს მოქალაქეა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, 30 აპრილს ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა.

„30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გატაცებული 10 მეზღვაურიდან საქართველოს 9 მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“,- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics