|
2020-04-28 11:17:09, 1480 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო, თბილისში მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო
კორონავირუსის გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია მიკროავტობუსების შესყიდვას მოგვიანებით აუცილებლად განახორციელებს. „იმისთვის, რომ ქალაქში იყოს სუფთა ჰაერი და მდგომარეობა მოწესრიგდეს, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება და განახლება მოხდება. უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოხდა პრიორიტეტების გადათამაშება და დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღეს, დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია. ასევე ჩვენ ბევრი პროექტი განვახორციელეთ არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაციისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ზაფხულში უნდა დასრულდეს. ალბათ, ქალაქში შეამჩნევდით გზაგამყოფებს, რომელიც მთლიანად ბეტონით იყო დაფარული. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, გავამწვანეთ, შევქმენით მწვანე სივრცე, რადგან დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს სჭირდება, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე და სუფთა ჰაერი, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობითვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის. დღეს შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რა დროს ასეთი პროექტების განხორციელებაა, მაგრამ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის ამ საგანგებო მდგომარობაში არ ვიქნებით, ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, დაიწყება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის გახსნითი ღონისძიებები, სხვადასხვა მიმართულებების, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა გავურთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯამრთელობას, დავიცვათ სოციალური დისტანცია, აუცილებლად საჭიროა პირბადეების ქონა, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. როცა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით მაშინაც, ყველა იმ მოწოდებისა და მოთხოვნის გათვალისწინება მოგვიწევს, რომ მაქსიმალურად დაცული ვიყოთ, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)