|
2015-08-17 09:42:28, 486 ნახვა
საზოგადოება
ფოთს პლაჟს სპეციალური საწმენდი მანქანა გადმოეცა
ფოთს პლაჟის სპეციალური საწმენდი მანქანა გადმოეცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, საგრანტო პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ფოთის მუნიციპალიტეტისთვის 365ათას ლარად ღირებული ,,ბიჩტეკი-300'’ შეიძინა, რომელშიც მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 15% იყო. ''ბიჩტეკი - 300'' სახელწოდების, თანამედროვე, ზღვის ნაპირის-პლაჟის საწმენდი მანქანა დანადგარია, რომელიც კომპლექტურია და შედგება ორი ნაწილისაგან: ტრაქტორისა და უშუალოდ საწმენდი მექანიზმისგან. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური მხარეების დაზუსტების შემდეგ, ნაპირსაწმენდი მანქანა - დანადგარი ფოთის მუნიციპალიტეტის შ პ ს ,,ინფრასტრუქტურა 2008,,-ს საექსპლუატაციოდ უახლოეს დღეებში გადაეცემა. ფოთისათვის მეტად საჭირო და დროული შენაძენი ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამიერიდან ქალაქ ფოთის ზღვის სანაპირო, პირველად დასუფთავდება სპეციალური მექანიზმებით, რაც, უთუოდ ხელს შეუწყობს ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)