|
2015-01-27 11:00:53, 874 ნახვა
პოლიტიკა
ბუტკევიჩიუსი: საქართველოში ჩამოვედი, რომ ბიზნესთანამშრომლობისთვის სტიმული მიმეცა
„ჩამოვედი იმიტომ, რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის", - ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს, ჩაეყარათ ძალიან მყარი საფუძველი თანამშრომლობის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. ჩვენი ქვეყნები ცდილობენ, ბიძგი მისცენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, რომელსაც ისტორიული კავშირები გააჩნია. ლიტვასა და საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ. ჩამოვედი იმიტომ, რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის", - განაცხადა ბუტკევიჩიუსმა. როგორც ლიტვის პრემიერმა აღნიშნა, ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით, ლიტვაში პოზიტიური ცვლილებებია. "საერთაშორისო რეიტინგი გვანახებს პოზიტიურ ცვლილებებს ლიტვაში ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ლიტვა ბიზნესის წარმოებისა და ბიზნესის დაწყების კრიტერიუმების თვალსაზრისით 24-ე ადგილზეა", - განაცხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)