11:49 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 10:17:54, 2227 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უკბილო აფთრები არიან, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ

„ყველა ობიექტური დამკვირვებელი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხედავს, რომ პროცესები წარიმართება  წარმატებით დღემდე და ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  ტვ „იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ესა თუ ის პოლიტიკოსი  ამ წარმატებულ პროცესში ხელისუფლებას ხელს არ შეუშლის.

„არანაირი რესურსი დახმარებისთვის მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, მისი ქვეცნობიერი მიზანი თუ ცნობიერი მიზანი არის  ორიენტირებული დესტრუქციისკენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის კონსტრუქციული პოზიცია არ არის ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილება.

„ეს არის მათი აფთრული ინსტიქტი, მაგრამ  აფთარი შეიძლება საშიში იყოს, ისინი კი არიან არასაშიში აფთრები, უკბილო აფთრები, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ ამ დესტრუქციას ვუპასუხებთ იმით, რომ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics