|
2015-08-14 11:52:09, 575 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო სამხედრო - ტექნიკური ცენტრი "დელტა", გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს გაუწევს დახმარებას, გარემოსდაცვითი მიზნებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში და სათანადო საექსპერტო კონსულტაციების გაწევაში. უწყების ინფორმაციით, მემორანდუმი ასევე სამხედრო - ტექნიკურ ცენტრის "დელტა" მიერ სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებოებისთვის რადარული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ოპერატიულიად მიწოდებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიზანია სამინისტროებს შორის კოორდინირებული, სწრაფი და მოქნილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)