|
2020-04-20 22:07:56, 1379 ნახვა
საზოგადოება
საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების საკვებისმიერ მოწამვლის შესახებ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, განმარტება გააკეთა
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების საკვებისმიერ მოწამლვას ეხებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დამატებითი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია, თუმცა პაციენტებს კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. „ორი დღის წინ ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან მუცლის ტკივილისა და დიარეის ნიშნებით ორი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა ცხელების კლინიკა „მედემერჯნსში“. რადგან კარანტინი არის დახურული ორგანიზებული სივრცე და ეს კლინიკური ნიშნები დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა გარდა აღნიშნული 2 პირისა, ამავე საკარანტინო სივრცეში აღრიცხული პირებისაგან გამოყოფილიყო ის პირებიც, რომელთაც 14 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ერთჯერადად გამოხატული მცირე, ელემენტარული სახის ჩივილი და ჩატარებულიყო მათი კოვიდ ინფექციაზე დიაგნოსტიკური კვლევა. კლინიკაში მყოფ ორ და დამატებით 45 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ზოგადად კვლევა კარანტინის დატოვებამდე ყველა იმ პირს უტარდება, თუ ერთჯერადად აღენიშნება კოვიდისთვის დამახასიათებელი რაიმე სახის ჩივილი. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. რადგან ამ პირების კარანტინში ყოფნის პერიოდი ამოიწურა და მათ არ აქვთ კორონავირუსი, გუშინ ყველა მათგანი სახლში გაემგზავრა. ეს არ არის უჩვეულო შემთხვევა და ჩვენ ყველა საეჭვო სიმპტომს აქამდეც და მომავალშიც ლაბორატორიულად შევამოწმებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)