|
2015-08-13 19:01:45, 541 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოზარდები პოლონეთში იმყოფებიან
13 ივნის სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის პოლონეთში ქ. ლუბლინის მერიამ მიღება გამართა. მოზარდები ახალგაზრდულ ბანაკში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ხორციელდება პოლონეთის მოხალისეთა ცენტრთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია ლუბლინის მერიის მიერ. მონაწილეებისთვის მომზადებულია სპეციალური გასართობი სპორტულ, კულტურული შემეცნებითი პროგრამა სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პოლონურ ისტორიას და კულტურას, მოისმინონ ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემებზე. მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ ვორქშოპებში და მოინახულონ პოლონეთის ღირშესანიშნაობები. ბანაკში ასევე მონაწილეობას იღებენ ქართლოსის მხარდაჭერის ჯგუფის ახალგაზრდები და ბავშები უკრაინიდან და პოლონეთიდან. მოზარდებს პოლონეთში მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ მასპინძლობს. მეგობრობის ხიდი ქართლოსის და პოლონური მოხალისეთა ცენტრის ინიციატივით მოწყობილი გასვლითი პროგრამა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. მოზარდები საქართველოში 18 აგვისტოს დაბრუნდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)