|
2015-01-27 10:27:26, 852 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს
„საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა. ვერშბოუმ საქართველოში, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ბაზის გახსნაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ბაზა წლის ბოლომდე დასრულდება. “2014 წელს ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, რომ საქართველოში ვერ ჩამოვედი. მექანიზმები, რომელიც ჩვენ გვქონდა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად გაფართოვდა, როდესაც ნატო-ში შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემაზე. ამ ყველა მექანიზმთან ერთად არის ერთობლივი წვრთნებიც, საქართველოში გვეყოლება ექსპერტთა და მრჩეველთა ჯგუფი, რომლებიც ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნაზე დაგეხმარებათ, იმედი მაქვს მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს”, - განაცხადა ვერშბოუმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)