|
2015-08-13 15:03:52, 976 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინული დელეგაცია მიიღო
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც გენერალ-მაიორ სერგეი დროზდოვი ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამხედრო მაღალჩინოსნებმა საქართველოსა და უკრაინის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი. ქართველმა და უკრაინელმა გენერლებმა საჰაერო თავდაცვით სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე და საავიაციო ტექნიკის მოდერნიზების საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ, რომელშიც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები გაიწერება. „დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და პოტენციალის გაცნობა, რათა შემდგომში ერთობლივი სამუშაოები და პროექტები დაიგეგმოს, რაც ორივე მხარეს მოგვცემს საშუალებას, შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა განვავითაროთ“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. საქართველოში ვიზიტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა სერგეი დროზდოვმა. „შეიქმნება სამუშაო გეგმა, რომლითაც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრება, მათ შორისაა საავიაციო ტექნიკის მოდერნიზება და სრულყოფა, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საჰაერო ძალების პერსონალის გადამზადება. ვიზიტის ფარგლებში ვგეგმავთ გავეცნოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების შესაძლებლობებსა და დაგეგმარების პროცესს, ასევე საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობისა და საჰაერო ტექნიკის მომზადებას. გვაინტერესებს 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს ქართული მხარის მიერ მიღებული გამოცდილება. სამწუხაროდ, მსგავსი სიტუაცია უკრაინაშიც გვაქვს. მაგრამ ერთობლივი გეგმების წარმატებით განხორციელებითა და თანამშრომლობით ყველა პრობლემას გადავლახავთ“,– განაცხადა დროზდოვმა. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაცია ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხანას ესტუმრება.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)