|
2015-08-13 12:57:51, 549 ნახვა
საზოგადოება
შსს–სა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პაპიაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც შსს–ში აცხადებენ, მემორანდუმის გაფორმების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების და გამოვლენის ხელშეწყობა. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ პროაქტიულ საშუალებას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)