00:09 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 16:54:40, 3548 ნახვა

სხვადასხვა
სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის ნობათების გადაცემა გრძელდება

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის  და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია და ორგანიზაცია ჩაერთო. 

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. 

თბილისის მერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კომპანიებს - „მეტი დეველოპმენტი“, „ვორლდ ვიჟენ საქართველო“, „ევროპროდუქტი“, „კოკა-კოლა“,  „სარაჯიშვილი“ აქციაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. 

მისი განცხადებით, შეგროვებული არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება დედაქალაქის გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით ოპერატიულად ხორციელდება.  

„ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა,  რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მასში ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები. მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც გროვდება ეს საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი, მაშინვე გამგეობები, მოხალისეები მობილიზებულები არიან და ხდება მათი  დარიგება იმ ოჯახებში, იმ ადამიანებისთვის ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დედაქალაქის მერიას აღნიშნული აქციის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქის მერიას დავეხმაროთ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში.  ჯამში, გადავეცით 600 ყუთი, ანუ ის პროდუქტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ადამიანებს.  სულ გამოვყავით 1 000 ყუთი, საიდანაც 600 დედაქალაქის მერიას გადავეცით, ხოლო დანარჩენს გადავცემთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩვენს ყველაზე საპატივცემულო ადამიანებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა და რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics