|
2015-08-12 18:59:48, 538 ნახვა
საზოგადოება
საკრებულომ მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა
დედაქალაქის საკრებულომ აბანოთუბანში მირზაშაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის „სამეფო ბაღების“ კორექტირებული პროექტი 24 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ოპოზიციურმა ნაწილმა სხდომა პროექტის კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა. ცნობისთვის, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, „კენპინსკის“ მეირ წარმოდგენილი კორექტირებული პროექტით, ფართების მოცულობა დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრით შემცირდა, მოიხსნა სართულიანობა, დაემატა გამწვანების დეტალები. მისივე თქმით, ამ პროექტში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება და მშენებლობის პროცესში დაახლოებით 2-3 ათასი ადამიანი დასაქმდება. ბაბუნაშვილი ვარაუდობს, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება და ამის შემდეგ ადგილზე დაახლოებით 1500-2000 ადამიანი უმიშავებს. „ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ცნობილმა არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, ყველამ ერთად აღიარა, რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და დეპუტატები მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)