|
2015-08-12 18:58:35, 501 ნახვა
საზოგადოება
„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის დასაკავებლად საკრებულოში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს
„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის ნატა ფერაძის დასაკავებლად თბილისის საკრებულოს დაცვის უფროსმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. თუმცა როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკავება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად გადაიფიქრეს. ამ დროისთვის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შეგახსნებთ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მირზაშაფის კორექტირებულ პროექტს განიხილავდნენ, ინციდენტი მოხდა. „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ პროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ადგილიდან, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს, დეპუტატებს ბოთლიდან წყალი გადაასხა. როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განხილვის პროცესში არავის აზრი არ მოისმინეს და სხდომა „სრულ სიჩუმეში მიმდინარეობდა“.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)