|
2020-04-11 17:46:34, 1902 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე - რეგულაციების სიმკაცრე და ვადები დამოკიდებულია ორ საკითხზე - ეპიდვითარებასა და საზოგადოების ქცევაზე
„პრეკრიზისული ფაზა, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული შემთხვევები მატულობს, მსუბუქი სცენარით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მძიმე სცენარები, რომლითაც არ მოგვიწევს წასვლა, მაგრამ ყოველი შემდგომი სცენარი გამომდინარეობს იქედან, თუ როგორ გაივლი წინას. დეპუტატის შეფასებით, საქართველომ წინა ფაზა წარმატებით გაიარა. მისი თქმით, რეგულაციები იყო სწორად და დროულად შერჩეული. „ჩვენ როგორც მოქალაქეები უნდა დავიცვათ, ასევე ეკონომიკაშიც არ უნდა მივიღოთ შეუქცევადი პროცესები, ამიტომ რეგულაცია უნდა იყოს სწორ დროს შერჩეული. რეგულაციების სიმკაცრე და ვადები დამოკიდებულია 2 საკითხზე: ერთი- ეპიდვითარებაზე და მერე- საზოგადოების ქცევაზე. ეს ორი პირობა განსაზღვრავს, რეგულაცია გამკაცრდეს თუ არა, შეიცვალოს თუ არა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია, ლოკალურად ხდება დამატებითი რეგულაციების შემოღება და საკოორდინაციო საბჭოზე ყოველდღე მიმდინარეობს ეპიდსიტუაციის შეფასება, რომელსაც ეპიდემიოლოგები აკეთებენ. ჩვენ მათ ვუსმენთ. ჩვენ ვნახეთ, რომ მათი მოსმენა პანდემიასთან ბრძოლაში მომგებიანია. ამიტომ ვაგრძელებთ ამ კუთხით მათი რეკომენდაციებით სვლას. თუ შესაბამისი უწყებები თავის საპასუხისმგებლო არეალში დაკვირვებით და პროფესიული კუთხით სიტუაციის შეფასებით დააყენებენ საკითხს, რომ გამკაცრების საჭიროება არსებობს, ამის შესაბამისად მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებაც. სწორედ ამიტომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შეფასებებით იწყება”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)