17:46 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 19:23:22, 1014 ნახვა

საზოგადოება
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.

ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი გახლავთ. მათ, ვინც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 2 კვირა თვითიზოლაციაში დაჰყოფს, ნამდვილად გაუმართლათ. კომფორტისა და ძველი თბილისის ხედებით ტკბობისას დრო ალბათ მალე გადის და, შესაბამისად, თვითიზოლაციაც უფრო მარტივი ხდება. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, „შერატონ გრანდი“ თავის სტუმრებს სხვადასხვა სიურპრიზებით ანებივრებს.

გუშინ, ჩვეული ვახშმის მოლოდინში, სტუმრებს სპეციალურად მათთვის მოწვეულმა ცნობილმა შეფ-მზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა, სასტუმროს ხმოვანი სისტემის საშუალებით მიმართა, ამცნო, რომ მათ ვახშამს სწორედ ის მოუმზადებდა და სტუმრებს ჯანმრთელობა უსურვა. „მე მჯერა, რომ გემრიელი კერძი კარგი განწყობის გარანტი ნამდვილად არის, ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ“, აღნიშნა გურამ ბაღდოშვილმა.

შეფ-მზარეულმა ვახშამი თავისი იმპროვიზაციით მოამზადა და დამსახურებული კომპლიმენტებიც დისტანციურად მიიღო.

როგორც ჩანს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კარანტინის პირობებშიც კი ახერხებს იზრუნოს სტუმრების განწყობაზე და ნამდვილად იყოს მსოფლიოს თავშეყრის ადგილი.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics