18:44 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 14:44:31, 1068 ნახვა

საზოგადოება
დავით ზალკალიანმა საზოგადოებას საზღვარგარეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებას საელჩოს მიერ საზღვარგარეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა გააცნო.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საქმიანობა შემდგომშიც გაგრძელდება.  

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, თითოეული ჩვენი საელჩოს და ქვეყნის მიხედვით მოქალაქეების რაოდენობა, რა რაოდენობის მოქალაქეს გაეწია დახმარება ადგილზე. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით:

ავსტრიის რესპუბლიკაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი საქართველოს 24 მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლით და საკვებით. ბელარუსის რესპუბლიკაში ტექნიკური და მატერიალური ხასიათის დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს. ბულგარეთის რესპუბლიკაში, საერთო ჯამში მატერიალური და ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 217 მოქალაქეს. ამავე დროს, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ბულგარეთიდან ავტობუსით მაშინ, როდესაც მესამე ქვეყნებს დაკეტილი ჰქონდათ საზღვრები და ჩვენი პირადი ჩარევით და უშუალო კომუნიკაციით, მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოხერხდა ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება ავტობუსებით.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთო ჯამში მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაეწია საქართველოს 303 მოქალაქეს. ამას ემატება მაინის ფრანკფურტში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მატერიალურ და ტექნიკური სახის დახმარება საქართველოს 30 მოქალაქეზე. საბერძნეთის რესპუბლიკაში, საერთო ჯამში მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 181 მოქალაქეს. დამატებით ქალაქ სავოლიკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოს მიერ მატერიალურ და ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 25 მოქალაქეს. ესპანეთის სამეფოში, მთლიანობაში 54 მოქალაქეს. აქედან 14 იყო ტექნიკური სახის დახმარება მადრიდში და 40 მოქალაქეს ბარსელონაში. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ჩვენ დამხარება გავუწიეთ საქართველოს 13 მოქალაქეს და ამავე დროს, 12 სტუდენტი დავაბრუნეთ, რომლებიც აღმოჩნდნენ რეისების გაუქმების გამო ეგვიპტეში. იორდანიის ჰაშმიტურ სამეფოში საქართველოს 18 მოქალაქეს.

იტალიის რესპუბლიკაში, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა საელჩომ ჯამში მატერიალური-ტექნიკური სახის დახმარება, მათ შორის საკვებით უზრუნველყოფა გაუწია საქართველოს 440 მოქალაქეს. ლიეტუვის რესპუბლიკაში 15 მოქალაქეს, მალაიზიაში საქართველოს საელჩომ ეპიდემიის დაწყებიდან 5 მოქალაქეს და მოვახერხეთ მათი სხვადასხვა საშუალებით გამოყვანა. ტრაპზონში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 183 მოქალაქეს. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი საელჩოს საქმიანობა და გენერალურ საკონსულოს საქმიანობა საელჩოსი ანკარასა და საკონსულოს სტამბოლში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, გარდა იმისა, რომ ისინი მუდმივად დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს და ავტობუსებით ხდება მათი თანმიმდევრული დაბრუნება სამშობლოში, საელჩო არის აქტიურად ჩართული ჩვენს თურქ პარტნიორებთან სხვადასხვა მატერიალური სახის და სამედიცინო აღჭურვილობის დახმარების კუთხით, რათა იქნეს მობილიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის. ოდესაში, საქართველოს საკონსულოს საქმიანობით, 10 მოქალაქეს და 44 მოქალაქე ბორნით იქნა გამოყვანილი და დაბრუნებული საქართველოში. ჩეხეთის რესპუბლიკაში 47 მოქალაქეს, შვეიცარიის კონფედერაციაში 19 მოქალაქეს, ყაზახეთის რესპუბლიკაში 3 მოქალაქეს, უნგრეთის საელჩოში და საკონსულომ დახმარება აღმოუჩინა 6 მოქალაქეს. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთო ჯამში, ტექნილკური და მატერიალური სახის დახმარება გაუწია საქართველოს 244 მოქალაქეს. სლოვენიის რესპუბლიკაში, სადაც პრობლემები შეექმნათ ავტომობილებით ჩვენს მოქალაქეებს, 7 მოქალაქე იქნა გამოყვანილი სლოვენიიდან. საფრანგეთის რესპუბლიკაში 64 მოქალაქეს აღმოვუჩინეთ შესაბამისი დახმარება. ნიდერლანდების სამეფოში 45 მოქალაქეს, პოლონეთის რესპუბლიკაში, საერთო ჯამში ტექნიკური დახმარება 285 მოქალაქეს და 440 მოქალაქე ლოტის რეისით იქნა დაბრუნებული და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ კიდევ ვგეგმავთ ვარშავიდან სპეცრეისის განხორციელებას და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას.

მექსიკის შეერთებულ შტატებში 6 მოქალაქეს, კატარში 6 მოქალაქეს, ამერიკის შერთებულ შტატებში 30-მდე მოქალაქეს. ამავე დროს, ძალიან აქტიურად არის აშშ-ში თანამშრომლობა საქართველოს გენერალურ საკონსულოს საელჩოსა და დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. იქ შექმნილია სპეციალური კრიზისების ცენტრი და მასთან ერთად ჩვენ კოორდინირებულად სხვადასხვა სახის დახმარებას ვუწევთ, მათ შორის ონლაინ დახმარებას ჩვენი მედიკოსების საშუალებით და ასევე თბილისიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ონლაინ ჩართვები და ვიდეო კონფერენციები. აზერბაიჯანში 20 მოქალაქეს, კანადაში 3 მოქალაქეს და ბრაზილიაში 3 მოქალაქეს. ეს არის ის ზუსტი სია, რომელიც დღეს გაგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ საქმიანობას და მე საზოგადოებას და საკოორდინაციო საბჭოს მუდმივად, დეტალურად ჩავაყენებ საქმის კურსში იმ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რა დახმარებასაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics