02:12 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 20:01:32, 1254 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი - უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს. ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს და უფალმაც აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უღვთოთ არაფერი ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება პავლოვს აკადემიკოსს, ნუთუ, თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო. პავლოვი იყო მღვდლის შვილი დედითაც და მამითაც და პავლოვმა უპასუხა, როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლსო, მორწმუნე კი არა, წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა პატრიარქმა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics