13:48 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 18:45:33, 1122 ნახვა

საზოგადოება
შენმოქმედის აქცია „ცხელი ყავა ცხელი ხაზის თანამშრომლებს“

„ცხელი ყავა ცხელი ხაზის თანამშრომლებს“ – ამ აქციით გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ მსოფლიოს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის -15 05-ის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აქციაში სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“ ინიციატივის დამფუძნებლების სექტორის 3-ისა და ფონდი პროდემოსის მოხალისეები მონაწილეობდნენ.

„დღეს, როცა მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ჩვენი მიზანი მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოხატვაა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის თანამშრომლებისადმი, რომლებიც Covid 19–ის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე  განსაკუთრებით დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მზად არიან უპასუხონ ჩვენს ზარებს და დაგვაკვალიანონ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

„გვსურს, ასევე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე მივულოცოთ ექიმებს, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებსა და ზოგადად, თითოეულ ადამიანს, ვინც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმეს და სხვადასხვა გზით ცდილობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნავენ „შენმოქმედის“ მოხალისეები.

სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივა „შენმოქმედი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი. „მადლიერების ტაშის“ შემდეგ, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, „შენმოქმედი“ 4 ახალი ქმედითი ინიციატივით გამოდის, რომელში  ჩართვა შეუძლია ყველას, როგორც მოქალაქეს, ისე ორგანიზაციას, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე მედიას - ფინანსური, მატერიალური, ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსით.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics