08:42 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 18:12:33, 1250 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი ვარაუდით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს

ჩემი ვარაუდით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს ან იქნება 1000-სა და 2000-სს ფარგლებში - ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოშ დაფიქსირებული დინამიკა, რომლის თანახმადაც ყოველ დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა არ აღემატება 20, ეპიდემიისთვის ეს მაჩვენებელი არის ძალიან მცირე, თუმცა ის სავარაუდოდ ეს ნიშნული გაიზრდება 100-მდე.

„ჩვენ მოლოდინს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანაში სადაც დაიწყო ეპიდემიის გავრცელება, ამას მოჰყვა ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდა - ასეულები და  ათასეულები. ჩვენთან კი იმის შემდეგ რაც მარნეულში დაიწყო შიდა გადაცემა, ამის შემდეგ 12 დღე გავიდა და ფიქსირდება მატება, თუმცა არცერთ დღეს არ ყოფილა 20 ახალ შემთხვევაზე მეტი. ეს ინფექციის გავრცელების სტადიისთვის ძალიან ცოტა, ყველა სხვა ქვეყანაში დღეში 500 შემთხვევა და მეტი ფიქსირდება.

ჩემი პროგნოზია, რომ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამ დინამიკას და შიეძლება მომავალში იყოს 3 ათეული და მეტი, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება დღეში 100-ზე მეტი. რადგან შიდა გავრცელების ლოკალიზაცია ხდება, მანამ სანამ ის მოასწრებს ჭეშმარიტ შიდა გავრცელებას. საქართველოში დაფიქსირდება 2 ათეული 3 ათეული თუ 5 ათეული, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც ხდება მსოფლიოში.

ჩემი ვარაუდით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს ან იქნება 1000-სა და 2000-სს ფარგლებში“, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics