09:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 17:34:06, 1484 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტა სამუშაო საათებს გაზარდის

საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება  სერვისცენტრებში რიგების განტვირთვის მიზნით, გაზარდოს სამუშაო საათები მომხმარებელთა მომსახურებისთვის. ხვალიდან, 8 აპრილიდან, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით იმუშავებენ კვირაში 5  სამუშაო დღე, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან - 17:00 საათამდე.

ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გზავნილის ბინაზე მიწოდების სერვისით, კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.

საქართველოს ფოსტა მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით  032 224 09 09.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics