05:05 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 17:25:19, 2210 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მთავრობას და ბანკებს მოუწოდებს, დროულად შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურა აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად.

„პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში, მედიკოსთა თავგანწირვის მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მატულობს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია და ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობას, სამწუხაროდ, დღემდე არ წარმოუდგენია გამართული ანტიკრიზისული გეგმა და პანდემიისაგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასება მაინც.

უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები : რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი? რა ფინანსური ინექცია იქნება საჭირო ეკონომიკის ხელახლა ასამუშავებლად?

როგორ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა? როგორ გადავარჩინოთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები გაკოტრებას? შესაბამისად, როგორ შევინარჩუნოთ მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები? რა ვუყოთ სოფლის მეურნეობას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას? როგორ მოვახერხოთ ისე, რომ საგაზაფხულო ხვნა-თესვა არ ჩავარდეს?

ჩვენ მიერ წარმოდგენილი 6 მლრდ ლარის მოცულობის ფინანსური ანტიკრიზისული გეგმა ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევქმენით  და ჩვენი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია 3 მლრდ ლარის საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნა. ამ გარანტიის საფუძველზე ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამ ფინანსური მექანიზმით გადავარჩენთ ბიზნესს და მასში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვისგან. ასეთი სესხების გაცემა უნდა მოხდეს დროში ოპერატიულად და მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატიულობით.

უნდა ვივარაუდოთ, რომ პანდემიის კლება მოხდება უახლოეს ორ თვეში, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ გადარჩენის და ხელახლა ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი. თუ პანდემია გაგრძელდა, მაინც მოგვიწევს მკაცრი რეგულაციის პირობებში ბიზნესების გახსნა, ასე რომ, ორივე შემთხვევაში ჩვენი- ლელოს მოდელი ერთადერთი სწორი გამოსავალია.

მოვუწოდებთ მთავრობას და ბანკებს, დროულად შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურა ამ გეგმის განსახორციელებლად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics