04:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 12:54:15, 1070 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია „თბილისი ენერჯი“, დედაქალაქში გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კომპანია „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს 430 მეტრი სიგრძის გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე, გაზის მილები სრულად შეიცვალა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ძლიერ კოროზირებული იყო.

„დაზიანებული მილები საშუალო და მაღალი წნევის, თანამედროვე პოლიეთილენის მილით ჩანაცვლდა. ახალი გაზსადენი დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის უმნიშნელოვანესია. „თბილისი ენერჯი“ შეგახსენებთ, რომ დარჩეთ სახლში, გაითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გასცემს და გახსოვდეთ, თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის, დაიცავით ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესები. ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 . თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის“ სოციალური ქსელით და ვებგვერდის www.te.ge სპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით“,-აღნიშნულია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics