01:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 19:32:17, 31370 ნახვა

რას მალავს რუსეთი და რა კავშირი აქვს COVID19-ის ეპიდემიის აფეთქებასთან, აფეთქებას ნოვოსიბირსკში

პრეზიდენტი პუტინის, “КГБ” - ს ინსტიტუტის თანაკურსელის იური შვეცის აზრით, კორონავირუსის შტამი შესაძლებელია ჰაერით გავრცელებულიყო ნოვოსიბირსკში მომხდარი აფეთქების შემდეგ - ამის შესახებ, მან „გორდონ“-ის გამომცემლობას განუცხადა.
ვირუსოლოგიის ცენტრში, „ვექტორში“, სადაც 2019 წლის 16 სექტემბერს მოხდა აფეთქება კორონავირუსის შტამი ინახებოდა. ესეთი განცხადება გააკეთა „გორდონის“ გამომცემლობასთან ყოფილმა საბჭოთა მზვერავმა. 


„როგორც ჩანს „ვექტორის“ აფეთქება, რუსეთის თანამედროვე ჩერნობილია. აფეთქების შემდეგ, თვითმხილველები კვამლის სუნს და დაბინძურებულ ჰაერს გრძნობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ აფეთქების შედეგად, ატმოსფეროში, კორონავირუსის შტამების მიმობნევა მოხდა და არ არის გამორიცხული კიდევ რაიმე საზიზღრობის რომელზეც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით“, - განაცხადა იური შვეცმა.
მან არ განმარტა, როგორი სუნი აქვს კორონავირუსის შტამს, როგორ გადაადგილედება ატმოსფეროში და რატომ შეიძლება ეს იყოს საშიში. იმ დასკვნამდე, რომ კოვიდ-19 ხელოვნურია, შვეცი „ვექტორის“ 2020 წლის იანვარში გაკეთებულმა განცხადებამ მიიყვანა, კორონავირუსის ორი ვაქცინის შექმნის თაობაზე. 
მარტამდე, ეს ცენტრი ერთადერთი იყო რუსეთში, რომელსაც კორონავირუსის ტესტის გაკეთება შეეძლო.
„თუ რუსეთის ფედერაციის სპეც სამსახურებიმა კორონავირუსი შეიტანეს უხანში, ეს შანსია პუტინის კონკურენტებისთვი, რომ ის ბოროტმოქმედებაში დაადანაშაულონ“, - განაცხადა იური შვეცმა. 
 
2019 წლის 16 სექტემბრის აფეთქებამ ნახევრადახურულ გასაიდუმლოებულ ქალაქში დასავლური მედია და ექსპერტები შეაშფოთა  ზოგიერთი ექსპერტი ბაქტერიოლოგიურ კატასტროფაზე ალაპარაკდა, რადგან ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი იყო იმ ორი ლაბორატორიიდანსადაც ჭირის ცოცხალი ვირუსი ინახებოდა. 
ვირუსოლოგიის და ბაქტერიოლოგიის ცენტრი „ვექტორი“, ნოვოსიბირსკიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და ინფექციური ბაქტერიების და გენური ინჟინერიის გამოკვლევით არის დაკავებული.
ცენტრის ლაბორატორიებში, მშოფლიოში ერთ-ერთი საშიში ვირუსების კოლექცია ინახება, მათ შორის არის ებოლას შტამი, შავი ჭირი და ყვავილი.
ყვავილის შტამი, ამ ცენტრის გარდა მხოლოდ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ატლანტაში მდებარეობს.


პირველად აფეთქების შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა სოციალურ ქსელებში. კვამლმა და დიდი რაოდენობით სპეც ტექნიკამ ადგილობრივი მოსახლეობა შეაშინა.
სოციალური ქსელში განთავსებულ განცხადებებს „ვექტორის“ ოფიციალური განცხადება მოჰყვა.
„გაზის ბალონის აფეთქება და ხანძარი, 6 სართულიანი შენობის მეხუთე სართულზე, რკინაბეტონის ლაბორატორიულ ნაწილში მოხდა სადაც რემონტი მიმდინარეობდა. ბიოლოგიურ მატერიალთან არანაირი შეხება არ ჰქონია ამ შენობას. დაზიანდა ერთი ადამიანი, შენობის კონსტრუქცია არ დაზიანებულა“, - ნათქვამი იყო განცხადებაში. 
ამ ინციდენტის შესახებ, როგორც რუსული ასევე მსხვილი დასავლური საინფორმაციო საშუალებები ალაარაკდნენ. 
„The Guardian”- მა ამ ობიექტის შესაძლო საშიშროებაზე გააკეთა.
„საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ამ ცენტრში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ ახლა კი ეს ცენტრი ვირუსული დაავადებების კვლევის სფეროში ერთ-ერთი მთავარი დაწესებულებაა რუსეტის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - განაცხადა „The Guardian”- მა.
„Gizmodo”-მ ეს ინციდენტი, არხანგელისკის ლაბორატორიის ავარიას დაუკავშირა, სადაც რაკეტის გამოცდის დროს 5 ადამიანი დაიღუპა და რადიაციული ფონის მომატება გამოიწვია. 
„რბილად რომ ვთქვათ, აფეთქება ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტისთვის შეუფერებელ დროს მოხდა. 
აგვისტოში, რუსეთში კიდევ ერთი საიდუმლოებით მოცული აფეთქება მოხდა, რომელიც უბედურ შემთხვევად შეაფასეს. ეს შემთხვევა სარაკეტო სისტემის გამოცვლის დროს მოხდა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ატარებდა. ამ შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა. ექიმებს, რომლებიც დაშავებულებს პირველ დახმარებას უწევდნენ, არ აცნობეს, რომ ისინი რადიაციის ზემოქმედების რისკის ქვეშ იყვნენ. ერთ-ერთ დაზარალებულს განუცხადეს, რომ „ფუკუსიმის კიბორჩხალა“ შეჭამა ტაილანდში“, - ნათქვამია სტატიაში.
მოგვიანებით, აშშ-ს დაზვერვამ ივარაუდა, რომ რუსი სამხედროები ცდილობდნენ დაემალათ კატასტროფა.


ამერიკულმა ჟურნალმა „ ატომური სფეროს მეცნიერის ბიულეტინი“, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ატომური და სხვა სახის მასობრივი იარაღის შესახებ ამბებს აშუქებს, ყვავილის უკანასკნელი ეპიდემია გაიხსენა.
„ყვავილის უკანასკნელი აფეთქება 1977 წელს მოხდა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ 1980 წელს განაცხადა, რომ ის დაამარცხეს.
მე-20 საუკუნეში ყვავილის ეპიდემიით 300 მილიონი ადამიანი დაიღუპა, იმ დროისთვის 10 დაავადებულიდან სამი ადამიანი იღუპებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.
ბიოქიმიკური მეცნიერების კანდიდატმა ექიმმა დევიდ სანდერსმა, რომელიც ბერკლის უნივერსიტეტის წევრია და „ვექტორში“ მყოფი კომისიის წევრი იყო შესაძლო ბიოლოგიური კატასტროფის შესაძლებლობა დაუშვა, თუმცა განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა მცირეა.

აღსანიშნავი და საგულისხმო ფაქტია, რომ აფეთქებიდან თვენახევარში ნოემბრის დასაწყისში, ნოვოსიბირსკში რამდენიმე ათეული ბაღი დაიკეტა კარანტინის გამო, ნოემბრის შუა რიცხვებში პოლიკლინიკებში რიგები გაჩნდა, ქალაქის ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა, განაცხადეს რომ  ვირუსების წელს განსაკუთრებით საშიშია და ყველაზე ხშირი გართულებები, რომელიც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და გრიპი იწვევს პნევმონიაა. 
3 წლის მილოსლავა იუშენკოს ხველება ჰქონდა, ამიტომ დედას მოუწია ბავშვი პოლიკლინიკაში წაეყვანა, ბაღებში ჯანმრთელობის ცნობის გარეშე დასწრება დაშვებელია. ეპიდემიის სეზონი თავის წესებს კარნახობს მოსახლეობას. სასწავლო წლის დაწყებიდან, ბავშვმა უკვე რამდენჯერმე გადაიტანა გაციება 
„როგორც ყოველთვის წელსაც მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, მსუბუქ ფორმებში ჰქონდა.  სიცხე 37,5-38 ჰქონდა, ყელი გაწითლებული და ხველება“, - ყვება პაციენტის დედა.
დაავადებულთა რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა 2019 წლის ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით სკოლამდელ ბავშვებში. სასწავლო დაწესებულებებს უკვე კარანტინის გამო დაკეტეს.
„მხოლოდ ნოვოსიბირსკში 45-მა საბავშვო ბაღმა შეწყვიტა მუშაობა. ბავშვების 8% დაავდებულია, ვირუსი ძალიან აგრესიული გახდა.“, - აცხადებდნენ მაშინ მედიკოსები.
 „უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ვირუსები ბევრ გართულებებს იწვევენ. მათ შორის გრიპი. ამ გართულებებიდან განსაკუთრებით საშიში პნევმონიაა. როგორც წესი, ისინი ვირუსულია და მკურნალობას ძნელად ექვემდებარება. ამიტომ რეკომენდირებულია, ექიმს გამოჩენისთანავე მიმართოთ“, - აცხადებს ქალაქის ნომერ პირველი პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგე ალლა პოპოვა. 
„ყველა საგანმანათლებლო დასწესებულებებში, პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ესენია სასწავლო სივრცის განიავება, ვიტამინიზირება, ჭურჭლის ხშირი რეცხვა, დეზინფექციის გაძლიერებული რეჟიმი“, - ამის შესახებ ნოვოსიბირსკის მერიის საკვების და რესურსების მომარაგების ორგანიზაციის კონსულტანტმა ანა რაკაევამ განაცხადა. 
2020 წლის იანვარში, როცა კორონავირუსი, მხოლოდ უჰანისთვის წარმოადგენდა პრობლემას და ისიც მცირე დოზით, მსოფლიომ არაფერი იცოდა, დაავდების შესახებ - ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის ცენტრმა "ვექტორმა" გამოუშვა პრეს-რელიზი, სადაც ნათქვამი იყო რომ ცენტრის მეცნიერები, ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე იწყებენ მუშაობას. მოგვიანებით სააგენტო "ტასმა" ჩაასწორა, რომ ვაქცინაზე მუშაობა ბევრად ადრე დაიწყო. 
"ჩვენ დავიწყეთ ორი ვაქცინის გამოცდა, რომელიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ვვარაუდობთ, რომ ვაქცინის გამოცდა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება" - განაცხადა "ვექტორის დირექტორმა რინატა მაქსიუტოვამ. 

კორონავირუისის ინფექციის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ტერიტორიაზე, უხანში მოხდა. 11 მარტს ჯმო-მ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

მოამზადა გვანცა ტეტელოშვილმა თანაავტორი ირაკლი მანაგაძე




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics