|
2020-04-06 12:43:26, 1278 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი - დღეს დილიდან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული წესით მუშაობა განაახლა
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს დილიდან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული წესით მუშაობა განაახლა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში სლებით იმუშავებს, დედანის მიტანის საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალური ადგილები შექმნება, სადაც მოქალაქეები დოკუმენტის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ. „როგორც წინა კვირას ვსაუბრობდით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა იმაზე, რომ ჩვენი სსიპ-ების, რეესტრების და სხვა საჯარო მომსახურების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული დისტანციური წესით და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის არმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს როგორც საქმიანობას, ეს გახლავთ ყველა ის საქმიანობა და პირველ რიგში გამოსახლებები, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა კავშირშია ოჯახში და საცხოვრის ადგილას მისვლასთან. სხვა დანარჩენი, ნებისმიერი აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები უკვე დილიდან გაიცემა. ამისათვის საჭიროა, რომ გამარტივებული წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ ინფო მეილის მისამართზე, ფეისბუქით ან თუ კითხვა გაგიჩნდათ ცხელ ხაზზე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დედნის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტის გარეშე დატოვებას შეძლებენ. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მეორე სსიპ-მა ასევე განაახლა მნიშვნელოვნად თავისი საქმიანობა. ეს არის სანოტარო მომსახურება, ნოტარიუსთა პალატა. დღეს დილიდან ჩვენ თბილისში უკვე გვაქვს სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის ნომერ 2-ში. ასევე, ეროვნული არქივის შენობა საბურთალოზე და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი, ასევე სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. ჩვენ იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად, ზედმიწევნით დაცვას, ამ ტემპის მიხედვით გაიცემა იუსტიიცის სამინისტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გახდეს დროებითი სანოტარო ბიუროების სახით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)