|
2015-01-26 18:14:53, 884 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მარიუპოლში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოხატა და უკრაინელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში განხორციელებული ტერაქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუნდაც ომის პირობებში, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს და ის არ უნდა დარჩეს საერთაშორისო რეაგირების გარეშე. საქართველო კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმედოვნებს, რომ უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს. გთხოვთ, ქართველი ხალხისა და ჩემი სახელით სამძიმარი გადასცეთ დაღუპულ ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, - აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)