09:47 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 10:48:09, 2136 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს ფინანსური დახმარების თაობაზე მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომლის ადრესატებიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარება სჭირდება, რათა საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა,

„კორონავირუსმა, მსოფლიო და საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშეა. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. ეს ვითარება შესაძლოა კიდევ დამძიმდეს.

მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება.  ეკონომიკური კრიზისი, ასევე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს. 

ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისისა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.  მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას, განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას. 

კერძოდ, პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსესუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ.

საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები:

  1. გირჩი
  2. ევროპული საქართველო
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  4. ახალი საქართველო
  5. რესპუბლიკური პარტია
  6. სამოქალაქო მოძრაობა
  7. თავისუფალი საქართველო
  8. ევროპელი-დემოკრატები
  9. პარტია სამართლიანობისთვის
  10. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის
  11. გამარჯვებული საქართველოსთვის
  12. კანონი და სამართალი
  13. თავისუფალი დემოკრატები
  14. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  15. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
  16. ემსახურე საქართველოს
  17. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  18. საქართველო ლიდერთა შორის
  19. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  20. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  21. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  22. ლელო საქართველოსთვის
  23. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics