|
2020-04-02 18:15:56, 1802 ნახვა
საზოგადოება
მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას „სმარტი“ შეუერთდა
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულების დასახმარებლად პროდუქტი „აგროჰაბთან“, „გუდვილთან“ და „კარფურთან“ ერთად, „სმარტშიც“ შეიძინონ. აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, „სმარტის“ ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა. „ვაგრძელებთ ჩვენ მიერ დაწყებული აქტოვობების განხორცილებას, რომელიც გულისხმობს მარტოხელა მოხუცების, იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად უჭირს. ძალიან მიხარია, რომ ბიზნესსექტორის მხრიდან დიდი ინტერესია. როგორც იცით, ამ აქტივობებში ჩართულია ისეთი სუპერმარკეტები, როგორიცაა "აგროჰაბი", "გუდვილი", „კარფური“ და ახლა უკვე „სმარტიც“ შემოგვიერთდა, რეგიონებში განთავსებული ყველა თავისი სუპერმარკეტით. რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ ამ კარგ ინიციატივაში და თავისი წვლილი შეიტანონ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და რისკის ჯგუფში იმყოფება. მოგროვებულ პროდუქტებს, გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით, ჩვენ კონკრეტულ ოჯახებში მივიტანთ", - გნაცხადა კახა კალაძემ. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგებენ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები. აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემა. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)