21:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 19:23:36, 1331 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რეგიონებს აკონტროლებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან საგანგებო რეჟიმში თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აკონტროლებს, - აღნიშნულის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.


უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში. ასევე პატრულირება დაიწყო თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა. თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები აკონტროლებენ. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან კი, დასავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობაა მობილიზებული.


"საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე გაშლილია საველე კარვები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასა და პირველად თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მობილიზებული სპეციალური ტექნიკა კი, ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics