|
2020-03-30 12:39:37, 1439 ნახვა
საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა, ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და პირველადი წარმოების განვითარებას
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ ეგიდით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებს თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვის ღონისძიებებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. აღნიშნული პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment) მეშვეობით. საგაზაფხულო თესლბრუნვის პრაქტიკა მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1000-მდე ჰა დაფარავს და ხელს შეუწყობს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონაცვლეობას: ბარდა, სიმინდი, ლობიო და წიწიბურა. ბენეფიციარი ფერმერების შერჩევა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ჩატარდა და ასევე გაგრძელდება სამომავლოდ. საველე პროექტები მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დასანერგად 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მთლიანობაში 20 000 ჰა-ს მოიცავს. მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის გაძლიერებისა და მიწის ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყო მიწის მდგრადი მართვის საველე პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. თესლბრუნვის სისტემის დანერგვას აქტიურად დაუჭირეს მხარი ფერმერებმა, რითაც შესაძლებელი გახდა თვალსაჩინო ეფექტის მიღწევა მიწის ნაყოფიერების გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თესლბრუნვის ღონისძიებები დაიგეგმა და მიმდინარეობს საგაზაფხულო კულტურებისთვისაც. მიწის მდგრად მართვას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ადგილობრივ დონეზე სურსათის წარმოების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია კვლევები ბაზრის წვდომის გაუმჯობესებისა და მდგრადი მიწის მართვის გზით მოყვანილი პროდუქტების ბრენდირების ხელშესაწყობად.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)