23:31 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 18:06:49, 1538 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთიდან ჩარტერი განხორციელდება

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს. უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ჩამოიყვანს. რეისს ავიაკომპანია „Myway Airlines" შეასრულებს.

რეისი ასევე ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც  ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება  არ მისცა.

ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე 100 ევრო იქნება.

ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics