22:54 - 23 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 17:28:00, 4071 ნახვა

კომენტარი
მოგვეცით მუშაობის საშუალება - ტურისტული ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

მოგვეცით მუშაობის საშუალება, აღადგინეთ ფრენები, ტურიზმი არ არის საფრთხე - ამ ლოზუნგებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტული ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალექსანდრე პაიკიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მათი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მიიღონ კონსტიტუციური პასუხები ხელისუფლებისგან, თუ რატომ არ შეიძლება ტურიზმის გახსნა.

„ტურიზმის სექტორში, რომელიც არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ქართული ეკონომიკის, შექმნილი ძალიან ღრმა პრობლემების გამო, ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგველაპარაკონ, დავსხდეთ და ვისაუბროთ მიზნებზე, რადგან მიზნების გარეშე რთულია რაიმეზე საუბარი. გაიხსნას საზღვრები იმ მწვანე ზონებთან, რომლებსაც თვითონვე ამბობდნენ და ამ ქვეყნებზეა საუბარი, ცხადია, სადაც არის მზადყოფნა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გაუქმდეს საკარანტინე ზონები, ვინაიდან კარანტინისთვის არც ერთი სტუმარი არ გაიმეტებს თავს, ორი კვირა ჩამოვიდეს საქართველოში და იყოს კარანტინში. ძირითადი მოთხოვნები არის ვილაპარაკოთ კონსტიტუციურად, რატომ არ შეიძლება ტურიზმის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ კრიზისი არ დაწყებულა და სექტემბერში ვნახავთ, რა უბედურებაც გველის წინ

ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციების მართვა და ორმოც გრადუს სიცხეში ქუჩაში გარეთ დგომა, საქმის გაკეთება გვინდა. ეს არის სოციალური თემა და მოთხოვნაც, შესაბამისად სოციალურია. ცხადია, ველოდებით მათ გამოხმაურებას და შემდეგ უკვე გამოჩნდება, რა ნაბიჯებს გადავდგამთ“ , - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
უკვე ოფიციალურად: ნიდერლანდებს 38 წლის წლის ღია გეი პრემიერ მინისტრი რობ იეტენი ჰყავს
ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას – 6 ოპოზიციური პარტია
რეჟიმი ისევ ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის თურქმენეთის მთავრობას ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი