|
2025-12-27 00:11:54, 4994 ნახვა
საზოგადოება
საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა
ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი იანვრიდან სამსახურიდან ათავისუფლებს რეჟისორ კახა მელიქიძეს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ხელშეკრულება უწყდება "შრომის შინაგანაწესის მრავალგზის დარღვევის (რაც გამოიხატულ იქნა, მის მიერ, საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების არაერთგზის გავრცელებაში) გამო..." "შეგახსენებთ, რომ კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების ოფიციოზი, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა. კახა მელიქიძე 1989 წლიდან მუშაობდა პირველ არხზე." - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)