აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლ...
“ციყვი ზის”, “ანგელოზი კატო ჩანთებით”, “მორბენალი კუ”- ესკის მაღაზიაში, ხელნაკეთი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდან...
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - 2025-12-29 23:18:15ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგიაშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სჯერა რომ უკრაინელები თავს დაესნენ პუტინის რეზიდენციას. ამის შესახებ თავად ტრამპმა განაცხადა. "პუტ...
აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სჯერა რომ უკრაინელები თავს დაესნენ პუტინის რეზიდენციას. ამის შესახებ თავად ტრამპმა განაცხადა.
"პუტ...
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის პრესმდივნის, ლივიტის თქმით, საუბარი „პო...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ელაპარაკა გერმანიის კანცლერს ფრიდრიც მერცს, ედგარს რინკევიჩსა და ალეწსანდრ სტუბს.
თუ ეძებთ ბარათს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი გადახდისას ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემთ, მაშინ 2025-12-29 21:48:16ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან Wizz Air-ის ჩარტერული რეისი შესრულდებაWizz Air ადასტურებს, რომ ფრენები W6 7927 და W6 7928 გაუქმდა უამინდობის გამო. დაზარალებული მგზავრების მხარდასაჭერად დაგეგმილია სპეციალური სარეზერ...
Wizz Air ადასტურებს, რომ ფრენები W6 7927 და W6 7928 გაუქმდა უამინდობის გამო. დაზარალებული მგზავრების მხარდასაჭერად დაგეგმილია სპეციალური სარეზერ...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More