10:49 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-13 16:10:20, 13506 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ ბელორუსულ კალიუმზე სანქციები მოხსნა

ბელარუსში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა, განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს ხსნის.

„ბელტას“ ცნობით, ამის შესახებ მან განცხადება ბელარუსში ვიზიტის მეორე დღეს გააკეთა.

აღნიშნულია, რომ თვითგამოცხადებული ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები შაბათს, 13 დეკემბერს გაგრძელდა.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-ს მხრიდან ბელარუსისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ“, - განაცხადა კოულმა.

მან აღნიშნა, რომ სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სულ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, - თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა.

კოულმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორივე მხარე მიაღწევს სიტუაციას, როდესაც სანქციები აღარ იქნება დაწესებული.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მინსკის რეჟიმთან კონტაქტის დამყარებას, რასაც 52 ბელორუსი პოლიტპატიმრის გათავისუფლება ადასტურებს.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, აშშ-მ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოხსნა.

ასევე, სამშაბათს, 4 ნოემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი შეამსუბუქა, ეროვნული ავიაკომპანიის წინააღმდეგ ზომები მოხსნა და ლუკაშენკოს თვითმფრინავთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება დაუშვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვამ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი