08:32 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 16:12:42, 867 ნახვა

კომენტარი
ლემონჯავა: კოალიცია მუშაობს საერთაშორისო მექანიზმებზე, რათა ივანიშვილმა პასუხი აგოს

კოალიცია ცვლილებისთვის "გავრილოვის ღამის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. განცხადება გიგა ლემონჯავამ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და დაადასტურა რეჟიმის მიერ ადამიანების წამების და შემდეგ ამის არ გამოძიების ფაქტები. ლემონჯავას თქმით, დადგინდა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც. კოალიციის შეფასებით, ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების არ გამოძიების უკან დგას მთელი სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული, ერთიანი მცდელობა, მიჩქმალოს წამების ფაქტები.

"დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს რეჟიმმა, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა აწამა ადამიანები და შემდეგ არ გამოიძია წამების არცერთი ფაქტი. წამების აკრძალვის დარღვევა დადგინდა როგორც შინაარსობრივ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ რეჟიმმა ჩაიდინა წამების დანაშაული ათეულობით შემთხვევაში, ასევე პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ არცერთი ფაქტი წამებასთან დაკავშირებული რეჟიმმა არ გამოიძია.

ასევე დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლომ არ უზრუნველყო წამების ფაქტებზე ეფექტიანი და სამართლიანი მართლმსაჯულება. ამ ამბავში, ადამიანების წამების და შემდეგ წამების არ გამოძიების პროცესში ჩართული იყო არა რომელიმე ერთი კონკრეტული სტრუქტურა, არამედ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სასამართლო სისტემა, მთელი მართლმსაჯულების ბლოკი საქართველოში, რაც ადასტურების, რომ ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების არ გამოძიების უკან დგას კოორდინირებული, ერთიანი მცდელობა მთელი სახელმწიფო აპარატისა, მიჩქმალოს წამების ფაქტები." - განაცხადა ლემონჯავამ ბრიფინგზე.

გიგა ლემონჯავამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რეჟიმმა გააგრძელა ადამიანების წამება 2023-2024 წლებში და მათ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გამოიყენა ქიმიური იარაღიც. მისი თქმით, კოალიცია ცვლილებისთვის მუშაობს საერთაშორისო ბერკეტებზე, რათა ბიძინა ივანიშვილმა პასუხი აგოს საერთაშორისო სამართლის წინაშე.

"რეჟიმმა 20 ივნისის შემდეგ კვლავ გააგრძელა ადამიანების წამება და გაცილებით უფრო მასშტაბური გახადა. 2023 წელს, 2024 წელს საქართველოში აწამეს ასობით ადამიანი… ახლა რეჟიმს უნდა, ვინმემ დაუჯეროს, რომ თითქოს სუს-მა 4 დღის განმავლობაში გამოიძია ქიმიური ირაღის შესაძლო გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სინამდვილეში, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რეჟიმი ადამიანებს აწამებს და შემდეგ არ იძიებს წამების ფაქტებს…

კოალიცია ცვლილებისთვის ამუშავებს ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებას, როგორ უნდა აგოს პასუხი ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო სამართლის წინაშე, როგორც 2023-2024 წლებში, ასევე წარსულში ადამიანების სისტემურ წამებაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, შემდგომ დღეებში ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში იმ საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ერთი, რაზეც შემიძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღო არის ის, რომ კოალიცია ცვლილებისთვის აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილმა აგოს პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე ქართველი ხალხის სისტემური წამების, მათ შორის, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო." - ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი