|
2025-12-22 23:26:39, 3405 ნახვა
პოლიტიკა
ცეცხლაძე: არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ
"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ" - რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს მოძრაობა დაფიონი ავრცელებს. "მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემს ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ქმედებები კი, არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება. შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის" - წერს ცეცხლაძე. მას რეჟიმმა სექტემბერში 2 წლით და 6 თვით თავისუფლება მიუსაჯა "ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს". ქართული ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თავის გადაცემაში "უცნობის კიდობანი" რეჟიმის პატიმრებზე ილაპარაკა და სთხოვა "აბსოლუტურად ყველას", გაათავისუფლონ დაკავებული ახაგაზრდები წინასაახალწლოდ, "რომ დაფიქრდნენ, რაღაც სიკეთის ფასი რა არის, სიყვარულის ფასი რა არის".
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)