|
2025-12-18 22:09:59, 5459 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის აშშ-მა ICC-ის მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა
ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორი მოსამართლე დაასანქცირა, მათ შორის ქართველი - გოჩა ლორთქიფანიძე და ერდენებალსურენ დამდინი, მონღოლეთიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დასანქცირებულმა მოსამართლეებმა - "პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა ICC-ის მცდელობებში, რომლებიც ისრაელის მოქალაქეების გამოძიებას, დაკავებას, დევნას ან გასამართლებას ეხებოდა ისრაელის თანხმობის გარეშე". ამასთან, მარკო რუბიო წერს, რომ დასანქცირებულმა მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 15 დეკემბერს ისრაელის აპელაციოა უარყო, კერძოდ, 15 დეკემბერს - ICC-ის სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ისრაელის საჩივარი, რომელიც ამბობდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებული გამოძიება უკანონო იყო. აშშ, რომელიც ისრაელის მოკავშირეა და მხარს უჭერს მის გენოციდურ ომს ღაზაში, მათ შორის, ქვეყნისთვის მილიარდობით დოლარის სამედრო და ეკონომიკური დახმარების მიწოდებით, აცხადებს, რომ ICC აგრძელებს "პოლიტიზებულ ქმედებებს, რომელიც მიზანში იღებს ისრაელს", რაც აშშ-ის შეფასებით, "სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის". შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - სააპელაციო პალატის პრეზიდენტად 2024 წელს აირჩიეს.
გერმანიის საგარეო მინისტრი: ფლორიდაში მოლაპარაკებებში ევროპის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
„ბიუჯეტი მილიარდებს კარგავს.“ რუსული ნავთობის ფასები ბარელზე 35 დოლარზე დაბლა დაეცა
ევროპული ქვეყნები შეერთებულ შტატებში უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)