|
2025-12-18 18:45:21, 11152 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით, როგორ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიები? ამაზე პასუხი გვჭირდება
ჯერ არ შემიძლია პასუხის მიღება, თუ როგორ იმუშავებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არის კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით არ შემიძლია პასუხის მიღება. არ შემიძლია - ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ სურს, უბრალოდ მანამდე ვერ მივედით… როდესაც გაქვს არა ნატო, არამედ როგორც ნატო, გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ნატო-ს. ვიღაც ამბობს, შეიძლება ეს უკეთესიცაა. არ ვიცი, შეფასებაში არ შევდივარ. მხოლოდ ერთ რამეს ვაფასებ - პასუხს კითხვებზე, რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით? რას გააკეთებს უსაფრთხოების ეს გარანტიები, როგორ იმუშავებს ეს, როგორ იმუშავებს ყველა პარტნიორი, რანაირად? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? კონკრეტულად... მიმაჩნია, რომ ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი. დაე, არ იყოს საჭირო, მაგრამ დაფიქსირებული იყოს რაღაც დოკუმენტებში", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)