|
2025-12-13 11:19:08, 7940 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც ოცნებამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად გადადგა, მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება
უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება - ასე შეაფასა გასულ წელს "ოცნების" მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ გადადგმული ნაბიჯები ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა. "ოცნებამ" ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას შაჰინმა. „გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა“, - განაცხადა ამარიკელმა სენატორმა. მისი თქმით, „აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება“. „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.
შესაძლოა, ევროკავშირმა 2026 წელს საქართველოს ფინანსური დახმარება აღარ გაუწიოს
პროკურატურამ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 63 პირს ბრალდება წარუდგინა
აშშ-ის სენატში რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)